ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის განვითარებას. აღნიშნული პროექტის მიზანია სხვადასხვა ინტერესების მქონე სხვადასხვა ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში გაერთიანება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ერთად ჩატარების მიზნით, საიდანაც ყალიბდება ახალი ტიპის ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც მათ დაეხმარება მეცნიერებების შესწავლასა და შემეცნებაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქტიურად მუშაობს რა მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით, საქართველოში ლიდერია ამ მიმართულებით. უნივერსიტეტი მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს შესთავაზებს სემინარებს მოზარდების ხელშეწყობისა და კლუბური მუშაობის დანერგვის მიზნით. უნივერსიტეტი ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის ლიდერების ყოველწლიურ ფორუმს.
ხორციელდება პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური ფონდი „ფონდი სკოლა კლასთან“. მისი შინაარსობრივი პარტნიორია კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია. სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/7h92A9ovjzNWcNdt8
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: yexclub@iliauni.edu.ge