ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი აცხადებს მოხალისეების მიღებას პოლონური და/ან ინგლისური ენის მცოდნე ილიაუნელი სტუდენტებისთვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის განვითარებას. აღნიშნული პროექტისმიზანია სხვადასხვა ინტერესების მქონე განსხვავებული ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში გაერთიანება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ერთად ჩატარების მიზნით, პროექტი ხელს უწყობს მოსწავლესა და მასწავლებელსშორის ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც დაეხმარება მათ მეცნიერებების შესწავლასა და შემეცნებაში.
პროექტში მოხალისეობით თქვენ ხელს შეუწყობთ მეცნიერების პოპულარიზაციას და მიიღებთ საინტერესო გამოცდილებას.
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მოხალისეობა გულისხმობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების მარტივი ექსპერიმენტების პოლონურიდან/ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიდასტურებთ
პროექტში მონაწილეობას.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 15 აპრილი.
პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ მოხალისეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.