პროექტი რომელიც ცვლის ბავშვების მომავალს !!!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის შექმნილი, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS ის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა პროექტი – ალუმნი პროგრამა/დემოკრატიის მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში, ილიაუნის სტუდენტებმა მოამზადეს, სახალისო სამეცნიერო აქტივობები სკოლებში წარსადგენად. პროექტის ფარგლებში 4 სკოლას გადაეცა ლაბორატორიული აღჭურვილობა. პროექტში მონაწილე სკოლები:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლა (30.04.2018)

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლა(01.05 2018)

ქალაქ თელავის N 7 საჯარო სკოლა (01.05.2018)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლა (07.05.2018)

პროექტის ხელმძღვანელები: Lela Chakhaia Marika Kapanadze Eka Slovinsky ილიაუნის სტუდენტები: ნეკო ლაცაბიძე Aksana Agammedova Mira Mamishova მარიამ უჩანეიშვილი Tako Bantsadzee ანა მაღრაძე ნინო ქველაძე იზა ბითაძე

ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: