რა არის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი ?

„ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი “    პირველ    რიგში    არის სამყაროს  შეცნობა ცდების გზით.  კლუბი  შეილება  შეიქმნას  ყველგან სადაც არიან ბავშვები და ახალგაზრდები რომლებსაც  სურთ სამყაროს აღმოჩენა ცდების გზით და აგრეთვე სადაც არის მოზრდილი პიროვნება რომელიც მზადაა რომ მათი გამყოლის ფუნქცია იკისროს.

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის მისია:

ახალგაზრდა მკვლევართა  კლუბის მისიას წარმოადგენს  კლუბის წევრების სხვადასხვა უნარების განვითარება პირადი და კოლექტიური მეცნიერული გამოცდილების საფუძველზე.

მიზნები :

ამკ – ს გენეზისი :

ამკ-ს პროგრამა „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების პროექტიდან“      მომდინარეობს     რომელიც      2002-2005     წლებში „ კლოძკოს განათლების კავშირის“ მიერ ხორციელდებოდა იანუშ ლასკას  იდეის საფუძველზე.  2009  წლის  შემდეგ პროგრამა კოორდინირდება   „კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის“ მიერ. პროგრამა  თანადაფინანსებულია ,,პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის ‘’ მიერ.

შეხვედრების აუცილებელი ელემენტები:

კლუბის წევრების ინტერესებზე მორგებული თემატიკისა და გარემოს შერჩევა. კლუბური მუშაობისას ყველა თანასწორია და ეძლევა შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს კვლევაში, დასხვას შეკითხვები და თავად მოიძიოს მასზე პასუხები. მეცადინეობებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა ინტერესების მქონე მოსწავლეებმა.

ცდაზე დაფუძნებული მოქმედებები.

კლუბის წევრები პირადად და აგრეთვე ჯგუფთან თანამშრომლობაში – ატარებენ ექსპერიმენტებს, აკვირდებიან მათ და დასკვნები გამოაქვთ. ეს მათ მოტივაციას აძლიერებს, ემოციებს ათავისუფლებს (ცნობისმოყვარეობა,  სიხარული,   კმაყოფილება და გაკვირვება) რაც საბოლოო  ჯამში ასტიმულირებს  სწავლის პროცესს.

კონცენტრირება პასუხების ძებნაზე ნაცვლად მზა გადაწყვეტილების მიწოდებისა:

კლუბის  წევრები,  როგორც  ბავშვები და ახალგაზრდები, მათი მეურვეები –  სვამენ  საკვლევ   კითხვებს და  დაჟინებით   ეძებენ ერთობლივ  პასუხებს მათზე.   პასუხის მოძებნა  იძლევა კმაყოფილებისა და წარმატების შეგრძნებას, ეხმარება ადამიანებს რომ  გაიგონ და დაიმახსოვრონ პროცესები რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალზე   რთულია.   კვლევითი   პროცესი  ადამიანებს ასტიმულირებს  რომ  განივითარონ დამოუკიდებელი  აზროვნების უნარი, შემოქმედებითი  და კრიტიკული მიდგომა დასმული ამოცანების მიმართ და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

როგორც სასკოლო, ასევე სიტყვიერ შეფასებებზე უარის თქმა.

ნებისმიერი ჩატარებული ცდა, თუნდაც ისეთი რომლის შედეგებიც მოსალოდნელს  არ შეესაბამება – რაღაც  ახლის შეცნობის შესაძლებლობაა.  კლუბები  მოტივაციის სხვა წყაროს  იყენებენ და არა ესპერიმენტის წარმატებულობის ან ცოდნის სიღრმის საზომს