ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წარმატებული მუშაობა დიდწილად დამოკიდებულია კლუბის ხელმძღვანელზე. მათ მოტივაციაზე გააკეთონ რაიმე ახალი, დანერგონ შესაძლებლობები ბავშვებისთვის და ასევე შექმნან უსაფრთხო გარემო ექსპერიმენტისთვის, სწავლებისთვის და სოციალური უნარების დამკვიდრებისთვის.

ზედამხედველები ქმნიან ძალზე მრავალფეროვან ჯგუფს; მათ შორის არიან არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ მათემატიკოსები, ჰუმანიტარები, აქტიური მშობლები, ბიბლიოთეკარები თუნდაც მონაზვნები ან მღვდლები.  ის რაც მათ ყველას აერთიანებთ არის ღიაობა, ენთუზიაზმი და მზადყოფნა ცოდნის და რეალობის უჩვეულო სფეროების გადალახვის.

ამხელა ექსპერიმენტზე წასვლა დიდ გამბედაობას მოითხოვს. ადრე თუ გვიან,  მოუწევთ გასცენ კლუბის წევრების მიერ დასმულ კითხვებს შემდეგი პასუხი: ,,არ ვიცი, მაგრამ მოდით ვიმსჯელოთ ერთად, რატომ ხდება ეს ასე? ამისთვის მოდით ჩავატაროთ კვლევა/ექსპერიმენტი”.  ყველამ კარგად ვიცით, ყველა მოზარდისთვის არ არის მარტივი მსგავსი ფრაზის წარმოთქმა 🙂

არსებობს ძალიან ბევრი სამუშაო მოდელი რომელიც ხელმძღვანელს შეუძლია გამოიყენოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ზოგი უზიარებს თავის მოტივაციას კლუბის წევრებს; ისინი აორგანიზებენ და ატარებენ ასტრონომიულ დაკვირვებებს, საველე ექსპედიციებს ფრინველების დასათვალიერებლად და ა.შ. ზოგიერთი მათგანი თავადაც ხდება ჩვეულებრივი კლუბის წევრი და იქცევიან მკვლევრებად, რომლებიც ეძებენ პასუხებს მათ კითხვებზე კლუბის წევრებთან ერთად.

კლუბის ხელმძღვანელის როლი ხშირად აღემატება ამ ისედაც დიდ გამოწვევას, რომელიც გულისხომბს კლუბის წევრებისათვის კომფორტული სივრცის გამოყოფას, სადაც მათ შეეძლებათ მაქსიმალურად დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები და შეისწავლონ სამყარო.

მცირე ექსპერიმენტებიდან უფრო კომპლექსურ დაკვირვებებზე, ტესტებსა თუ პროექტებზე გადასვლისას ისინი, თავიანთ კლუბებთან ერთად, ხდებიან ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილები. ისინი ორანიზებას უწევენ ახალგაზრდა მკლვევართა კლუბის ფესტივალებს, ექსპერიმენტების საღამოებს, აწყობენ შოუებს პატარა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისათის და ბებია-ბაბუებისთვის. თუმცა საუბარი არაა იმაზე, რომ ხელმძღვანელი იყოს 21-ე საუკუნის მარტოხელა პიონერი, რომელიც მარტო შეცვლის გარემოს. საჭიროა კლუბის აქტივობებში ჩაერთოს ყველა დაინტერესებული პირი: სხვა მასწავლებლები, მშობლები, თქვენი საკუთარი უფროსებიც კი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წევრები მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ თუ არა რამდენად კარგ საქმეს აკეთებენ და რამდენად მნიშვნელოვანია მათ გარემოში კლუბების არსებობა.

ადგილობრივი გაერთიანების გარდაქმნა (იქნება ეს სკოლა თუ მთელი ქალაქი), რომელიც დაიწყო ერთი შეხედვით მცირე, მარტივი ექსპერიმენტით, შესაძლოა ხელმძღვანელისთვის აღმოჩნდეს ერთობლივად მომხიბლავი თავგადასავალი და პირადი განვითარების შანსი.