„ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი “    პირველ    რიგში    არის სამყაროს  შეცნობა ცდების გზით.  კლუბი  შეილება  შეიქმნას  ყველგან სადაც არიან ბავშვები და ახალგაზრდები რომლებსაც  სურთ სამყაროს აღმოჩენა ცდების გზით და აგრეთვე სადაც არის მოზრდილი პიროვნება რომელიც მზადაა რომ მათი გამყოლის ფუნქცია იკისროს.

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის მისია:

ახალგაზრდა მკვლევართა  კლუბის მისიას წარმოადგენს  კლუბის წევრების სხვადასხვა უნარების განვითარება პირადი და კოლექტიური მეცნიერული გამოცდილების საფუძველზე.

მიზნები :

კლუბი:

  1. კლუბი ნებისმიერ       მომენტში        შეიძლება        დაფუძნდეს.   მისი დარეგისტრირება შეიძლება ჩვენს ინტერნეტ-გვერდზე.
  2. კლუბის წევრებისათვის მის მუშაობაში მონაწილეობა არის სრულიად ნებაყოფლობითი და უფასო. ამკ-ს არაკომერციული ხასიათი  აქვს  და იგი არ  შეიძლება  იყოს კომერციული  მოგების მომტანი მეურვეების ან ეკონომიკური სუბიექტებისათვის.
  3. კლუბები შეიძლება შეიქმნას   ნებისმიერ  საგანმანათლებლო ეტაპზე – საბავშვო ბაღში, დაწყებით სკოლაში, საშუალო სკოლაში.
  4. კლუბები შეიძლება მოქმედებდნენ ნებისმიერ ადგილას – არა მარტო სკოლაში არამედ ბიბლიოთეკაში, სასოფლო კლუბებში ან კულტურის სახლებში.
  5. კლუბებში ჩაწერილი წევრების  მინიმალური  რაოდენობა   3 ადამიანს უნდა შეადგენდეს. ყველაზე კარგად მუშაობენ კლუბები რომლებშიც ათიდან ოც წევრამდეა.
  6. კლუბის მეურვე შეიძლება   გახდეს  ნებისმიერი   მოზრდილი პიროვნება რომელსაც  აქვს ახალგაზრდებთან და ბავშვებთან მუშაობის  გამოცდილება და  გამოხატავს მეურვედ გახდომის სურვილს.
  7. ჩვენი რეკომენდაციით საუკეთესო ვარიანტია როდესაც  კლუბს ორი მეურვე ჰყავს. ასეთი გადაწყვეტა უზრუნველყოფს  მეტ სტაბილურობასა და საქმიანობის ხარისხიანობას.
  8. კლუბის წევრების   შეხვედრის   ადგილი   მუდმივი უნდა  იყოს.  ის კეთილსასურველი უნდა იყოს კლუბის წევრებისათვის და ისინი მას უნდა  განიხილავდნენ როგორც  ახლობელს  და რაღაც განსაკუთრებულს. გირჩევთ  რომ   მეცადინეობების დროს მოახდინოთ სივრცის ხელახალი მოწყობა, ისე დაალაგოთ სკამები და  მაგიდები რომ   მონაწილეებმა  ექსპერიმენტების ჩატარების პროცესში თავი კომფორტულად იგრძნონ.
  9. შეხვედრები რეგულარულად უნდა  მიმდინარეობდეს, მინიმუმ თვეში ერთხელ წლის  უმეტეს დროს.
  10. მეცადინეობების განსაკუთრებული ხასიათის გამო  მეურვემ უნდა იზრუნოს კლუბის წევრების უსაფრთხოებაზე და დაიცვას შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესები.

 

შეხვედრების აუცილებელი ელემენტები:

კლუბის წევრების ინტერესებზე მორგებული თემატიკისა და გარემოს შერჩევა. კლუბური მუშაობისას ყველა თანასწორია და ეძლევა შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს კვლევაში, დასხვას შეკითხვები და თავად მოიძიოს მასზე პასუხები. მეცადინეობებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა ინტერესების მქონე მოსწავლეებმა.

ცდაზე დაფუძნებული მოქმედებები.

კლუბის წევრები პირადად და აგრეთვე ჯგუფთან თანამშრომლობაში – ატარებენ ექსპერიმენტებს, აკვირდებიან მათ და დასკვნები გამოაქვთ. ეს მათ მოტივაციას აძლიერებს, ემოციებს ათავისუფლებს (ცნობისმოყვარეობა,  სიხარული,   კმაყოფილება და გაკვირვება) რაც საბოლოო  ჯამში ასტიმულირებს  სწავლის პროცესს.

კონცენტრირება პასუხების ძებნაზე ნაცვლად მზა გადაწყვეტილების მიწოდებისა:

კლუბის  წევრები,  როგორც  ბავშვები და ახალგაზრდები, მათი მეურვეები –  სვამენ  საკვლევ   კითხვებს და  დაჟინებით   ეძებენ ერთობლივ  პასუხებს მათზე.   პასუხის მოძებნა  იძლევა კმაყოფილებისა და წარმატების შეგრძნებას, ეხმარება ადამიანებს რომ  გაიგონ და დაიმახსოვრონ პროცესები რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალზე   რთულია.   კვლევითი   პროცესი  ადამიანებს ასტიმულირებს  რომ  განივითარონ დამოუკიდებელი  აზროვნების უნარი, შემოქმედებითი  და კრიტიკული მიდგომა დასმული ამოცანების მიმართ და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

როგორც სასკოლო, ასევე სიტყვიერ შეფასებებზე უარის თქმა.

ნებისმიერი ჩატარებული ცდა, თუნდაც ისეთი რომლის შედეგებიც მოსალოდნელს  არ შეესაბამება – რაღაც  ახლის შეცნობის შესაძლებლობაა.  კლუბები  მოტივაციის სხვა წყაროს  იყენებენ და არა ესპერიმენტის წარმატებულობის ან ცოდნის სიღრმის საზომს

მოქმედების პრიციპები:

კლუბების  ძალა  მათი წევრების  (ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი  მეურვეების) ლოკალურ   სივრცეში  მოქმედების თავისუფლებაში  მდგომარეობს. ეს აისახება მათ ჩართულობაზე, კრეატიულობაზე  აქტივობის ახალი  ფორმების  შექმნაში და მათ მიერ ადგილობრივ საზოგადოებაზე  განხორციელებულ რეალურ გავლენაზე. ყოველი კლუბი ვალდებულია დაემორიჩილოს საბაზისო წესების  დებულებას  რომელიც  ამკ-ს  პროგრამისადმი კუთვნილებიდან გამომდინარეობს.