შეხვედრების აუცილებელი ელემენტები:

კლუბის წევრების ინტერესებზე მორგებული თემატიკისა და გარემოს შერჩევა. კლუბური მუშაობისას ყველა თანასწორია და ეძლევა შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს კვლევაში, დასხვას შეკითხვები და თავად მოიძიოს მასზე პასუხები. მეცადინეობებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა ინტერესების მქონე მოსწავლეებმა.

ცდაზე დაფუძნებული მოქმედებები.

კლუბის წევრები პირადად და აგრეთვე ჯგუფთან თანამშრომლობაში – ატარებენ ექსპერიმენტებს, აკვირდებიან მათ და დასკვნები გამოაქვთ. ეს მათ მოტივაციას აძლიერებს, ემოციებს ათავისუფლებს (ცნობისმოყვარეობა,  სიხარული,   კმაყოფილება და გაკვირვება) რაც საბოლოო  ჯამში ასტიმულირებს  სწავლის პროცესს.

კონცენტრირება პასუხების ძებნაზე ნაცვლად მზა გადაწყვეტილების მიწოდებისა.

კლუბის  წევრები,  როგორც  ბავშვები და ახალგაზრდები, მათი მეურვეები –  სვამენ  საკვლევ   კითხვებს და  დაჟინებით   ეძებენ ერთობლივ  პასუხებს მათზე.   პასუხის მოძებნა  იძლევა კმაყოფილებისა და წარმატების შეგრძნებას, ეხმარება ადამიანებს რომ  გაიგონ და დაიმახსოვრონ პროცესები რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალზე   რთულია.   კვლევითი   პროცესი  ადამიანებს ასტიმულირებს  რომ  განივითარონ დამოუკიდებელი  აზროვნების უნარი, შემოქმედებითი  და კრიტიკული მიდგომა დასმული ამოცანების მიმართ და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

როგორც სასკოლო, ასევე სიტყვიერ შეფასებებზე უარის თქმა.

ნებისმიერი ჩატარებული ცდა, თუნდაც ისეთი რომლის შედეგებიც მოსალოდნელს  არ შეესაბამება – რაღაც  ახლის შეცნობის შესაძლებლობაა.  კლუბები  მოტივაციის სხვა წყაროს  იყენებენ და არა ესპერიმენტის წარმატებულობის ან ცოდნის სიღრმის საზომს

მოქმედების პრინციპები:

კლუბების  ძალა  მათი წევრების  (ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი  მეურვეების) ლოკალურ   სივრცეში  მოქმედების თავისუფლებაში  მდგომარეობს. ეს აისახება მათ ჩართულობაზე, კრეატიულობაზე  აქტივობის ახალი  ფორმების  შექმნაში და მათ მიერ ადგილობრივ საზოგადოებაზე  განხორციელებულ რეალურ გავლენაზე. ყოველი კლუბი ვალდებულია დაემორიჩილოს საბაზისო წესების  დებულებას  რომელიც  ამკ-ს  პროგრამისადმი კუთვნილებიდან გამომდინარეობს.