თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროექტის – ,,ეზოს ცდები’’ – პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო ეზოში ისეთი ექსპერიმენტების განხორციელება, რომელთა ჩატარებაც ქიმიის კაბინეტში, დახურულ სივრცეში შეუძლებელია.
სკოლის ეზოში ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის ქსელის წევრებმა ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტები:
- კალიუმის წყალთან ურთიერთქმედება;
- ფოსფორის წვა ჟანგბადში;
- ამონიუმის ბიქრომატის დაშლა (ვულკანი);
- წყალბადის პეროქსიდის კატალიზური დაშლა (სპილოს ხორთუმი);
- კალიუმის პერმანგანატის და გლიცერინის ნარევის აალება;
- შაქრის დანახშირება კონცენრტირებული გოგირდმჟავით;
- ალუმინის და ბრომის ურთიერთქმედება;
- ალუმინის და იოდის ურთიერთქმედება;
- უნივერსალური ინდიკატორის ურთიერთქმედება ხსნარებზე;
- ალის შეფერვა სხვადასხვა კათიონით.
ექსპერიმენტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მაღალკლასელთა, ისე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა შორის, ამიტომ თბილისის 175-ე სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი კვლავ გეგმავს მსგავსი ღონისძიების განხორციელებას.
♥