ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელს 2016 წლიდან მეწარმეობის, მათემატიკისა და ასტრონომიის კლუბები დაემატება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელს 2016 წლიდან მეწარმეობის, მათემატიკისა და ასტრონომიის კლუბები დაემატება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელს 2016 წლიდან მეწარმეობის, მათემატიკისა და ასტრონომიის კლუბები დაემატება. ამ მიმართულებების ხელშეწყობა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის 2016 წლის პრიორიტეტია.

ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი 2014 წელს შეიქმნა და მას მერე წარმატებით ფუნქციონირებს – ემსახურება საშუალო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართვას კლასგარეშე საბუნებისმეტყველო კვლევებში.

2016 წელს პროექტს დაემატება ინოვაციური კომპონენტი – მეწარმეობის, მათემატიკისა და ასტრონომიის კლუბები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა პროექტი და ტრენინგი ილიაუნის მომავლის სამრეწველო ლაბორატორიასა და ილიაუნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. აგრეთვე, ამ მიმართულებით ქსელში ჩართული საგნის მასწავლებლები გაივლიან ტრენინგებს მოზარდებში არაფორმალური განათლების წარმატებით დანერგვისათვის და დაეუფლებიან სწავლების უახლეს მეთოდებს. ეს იქნება პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველზე განახორციელონ ინოვაციური იდეები, იმუშაონ საერთო ინტერესის მქონე თანატოლებთან, დაამყარონ სტრატეგიული კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან და გაიღრმავონ ცოდნა მეწარმეობაში, მათემატიკასა და ასტრონომიაში.

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ მარტივი
სარეგისტრაციო ფორმა.