რეგიონულ კოორდინატორთა ვიზიტი ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მეშვიდე საერთაშორისო ფორუმზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფონდ „ფონდი სკოლა კლასთან” თანამშრომლობის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე გამოვლინდა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის 5 რეგიონული კოორდინატორი:

  • თბილისი – მარინე ჭელიძე – შპს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საერო სკოლა „ბინული“
  • იმერეთი – ინგა მოსიაშვილი – სსიპ ილია ჭავჭვაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლა
  • კახეთი – ნათია ბაღათრიშვილი – სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლა
  • შიდა ქართლი – თამარ ბერიძე – სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლა
  • მცხეთა-მთიანეთი – ნაზი ჩოფიკაშვილი – სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონი

კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები 5-დღიანი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ ქ. ვარშავაში (პოლონეთი).

ვიზიტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • მონაწილეობა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მეშვიდე სამეცნიერო ფორუმში. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საელჩოს მრჩეველი პოლონეთის რესპუბლიკაში ნატალია თოფჩიშვილი, საქართველოში კლუბების პარტნიორი, პოლონურ-ამერიკული ფონდის განათლების პროგრამების დირექტორი რადეკ იაშინსკი და სხვ. საქართველოს წარმომადგენლების (კოორდინატორების) მიერ სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით მკვლევართა კლუბების მუშაობის გაცნობა პოლონელი კოლეგებისთვის;
  • შეხვედრები კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სხვადასხვა ინსტიტუციასთან („ფონდი სკოლა კლასთან“, კოპერნიკი სამეცნიერო ცენტრი, CEO, სკოლა, მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრი);
  • კოპერნიკის ცენტრისა და პლანეტარიუმის დათვალიერება;
  • ტრენერებისათვის პროგრამული სემინარები, რომელთა საშუალებითაც ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კოორდინატორები მოემზადნენ მეურვეებთან სამუშაოდ.
  • მეთოდური სემინარები;
  • ტრენინგი, სახალისო მეცნიერება კლუბურ მუშაობაში – Heweliusze Nauk-ის ინოვაციური, საინტერესო და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები;
  • საქართველოში ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა.

პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში პროექტს ახორციელებს პოლონური ფონდი „ფონდი სკოლა კლასთან“. მისი შინაარსობრივი პარტნიორია კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია. სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.