?ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტ ”GENVHE”-სთან თანამშრომლობის ფარგლებში გამართა კონკურსი: „გარემოს ჯანმრთელობა“. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, მოსწავლეებსა და სტუდენტებს თავად გამოეკვლიათ თანატოლთა შეხედულებები, დაინტერესებულიყვნენ ამ საკითხებით და შეესწავლათ არსებული ცოდნა გარემოს მდგომარეობასა და მისი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
?აღნიშნულ თემაზე ჩატარდა გამოკითხვისა და ხელოვნების კონკურსები ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის: გამოკითხვის კონკურსში 14-18წლის ასაკის, ხოლო ხელოვნების კონკურსში 6-13 წლის ასაკის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. საბოლოოდ პროექტში 47 სკოლა და 320-მდე მოსწავლე იყო ჩართული.
?კონკურსი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი კონკურსში მონაწილე ყველა მასწავლებლისთის თემაზე: „საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში“, ტრენინგის ბოლოს კონკურსში მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სპეციალურად საბუნებისმეტყველო მიმართულებით კლასში სამუშაო – EDU BOX-ი.
?გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში, რომელთა დაჯილდოვებაც მოხდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება: ? 13 -16 წლის კატოეგირიის გამარჯვებული მონაწილეები: 1.ქ. გორის 12 საჯარო სკოლა – თამაზ უნაფქოშვილი (მეხუთე კლასი) 2. გორის მეათე საჯარო სკოლა – მათე მამულაშვილი, დავით კანიაშვილი, სოსო ჩარაშვილი (მეორე კლასი) 3. ქალაქ თბილისის 176-ე საჯარო სკოლა – ლიზი ბურდიაშვილი, ნია ძამაშვილი (მესამე კლასი) 4. დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა – ლაურა ჯიმშელეიშვილი (ხელმძღვანელი) 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის რიკოთის საჯარო სკოლა 6.სსიპ ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა 7. სოფელ მოხისის საჯარო სკოლა ქარელის მუნიციპალიტეტი 8. თბილისის 176 საჯარო სკოლა მესამე კლასი (მარინე ბეროშვილი – დამრიგებელი) 9.საჩხერის მეორე სკოლა – თინათინ კირვალიძე (მეშვიდე კლასი) 10.თბილისის 122 საჯარო სკოლა (მეშვიდე კლასი) 11.სკოლა გიმნაზია აია-ჯეს – მარიამ შავერდაშვილი (პედაგოგი მარინა ხარიტონაშვილი)
?კლასის ნამუშევრები (გუნდი): 1.ზუგდიდის რუხის საჯარო სკოლა – მედიკო ფარცვანია და 5 მოსწავლე 2. შპს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საერო სკოლა “ბინული” – მარინე ჭელიძე და 7 მოსწავლე 3.ქალაქ თბილისის საჯარო სკოლა 217- მზია პირველი და 15 მოსწავლე 4.ქალაქ თბილისის 152 საჯარო სკოლა – თეა გოჩიტაშვილი და 8 მოსწავლე ? საუკეთესო სლოგანი: მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლა – ნანა გარჯიკაული და 5 მოსწავლე
?კითხვარების ყველაზე მეტი რაოდენობა: 1.ქალაქ რუსთავის #21 საჯაროსკოლა გუნდი #2- 499 2.სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯაროს კოლა -438 3.ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლა -389 4.ქალაქ რუსთავის #21 საჯაროსკოლა გუნდი #1 -338 5.ქ. საგარეჯოს #1 საჯაროსკოლა -208 6.ანაბასისის სკოლა-203 7.ბათუმის პირველი საჯარო სკოლა -185 8.თბილისის 215-ე საჯარო სკოლა -150