ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტ ”GENVHE”-სთან თანამშრომლობის ფარგლებში მართავს კონკურსს: „გარემოს ჯანმრთელობა“.

პროექტის მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა თავად გამოიკვლიონ თანატოლთა შეხედულებები, ამ საკითხებით დაინტერესება და შეისწავლონ არსებული ცოდნა გარემოს მდგომარეობასა და მისი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
კონკურსი ჩატარდება სამი ასაკობრივი ჯგუფისთვის:

  • 6-13 წელი – სკოლის მოსწავლეები (ხელოვნების კონკურსი)
  • 14-18 – სკოლის მოსწავლეები (გამოკითხვა, სლოგანი)
  • სტუდენტები, რომლებიც ეუფლებიან მასწავლებლის პროფესიას (გამოკითხვა, სლოგანი)

თითოეული კატეგორიიდან შეირჩევა 3 გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ხელოვნების კონკურსის დეტალები:

  • კონკურსის თემატიკა: „გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობა“ (პრობლემები და/ან გადაწყვეტა საქართველოსთვის);
  • კონკურსზე შეიძლება წარადგინოთ როგორც ნახატი, ასევე, რაც შეესაბამება და გამოხატავს პროექტის მთავარ მესიჯს;
  • მონაწილეობა შეუძლიათ 6-13 წლის მოსწავლეებს ინდივიდუალურად;
  • მოსწავლის რეგისტრაციისას უნდა აღინიშნოს კლასის ხელმძღვანელი/მასწავლებელიც;
  • გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდება არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ მთელი კლასი და საგნის პედაგოგი.

კონკურსში გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე კარგად შეძლებს ვიზუალურად წარმოადგინოს გარემოს დაბინძურების მთავარი პრობლემები თუ მათი გადაჭრის გზები.

გამოკითხვის კონკურსის დეტალები:

  • კონკურსის თემატიკა: „გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობა“;
  • მონაწილეობა შეუძლიათ 14-18 წლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან მასწავლებლის პროფესიას;
  • მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად (გუნდის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს);
  • მოსწავლის/სტუდენტის ან გუნდის რეგისტრაციისას უნდა აღინიშნოს კლასის ხელმძღვანელი/მასწავლებელიც;
  • რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეებს გაეგზავნებათ ელბმულები და მიიღებენ მცირე ინსტრუქციებს, რომელთა მეშვეობითაც ჩაატარებენ გამოკითხვას;
  • გამოკითხვა მოიცავს 4 ძირითად კითხვას;
  • გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდება არა მხოლოდ მოსწავლე ან გუნდი, არამედ მთელი კლასი და საგნის პედაგოგი.

კონკურსში გაიმარჯვებს ის მონაწილე/გუნდი, ვინც მოახერხებს ყველაზე მეტი რესპოდენტის გამოკითხვას და, რაც მთავარია, მოიფიქრებს შესაფერის სლოგანს „გარემოს ჯანმრთელობის“ შესახებ.

გაითვალისწინეთ: მონაწილეობის შემთხვევაში გამოკითხვა უნდა აწარმოოთ თქვენივე ასაკობრივ კატეგორიაში.

დამატებითი აქტივობები:

  • კონკურსის შემდეგ მოეწყობა ტრენინგი ყველა მონაწილისთვის გარემოს პრობლემებისა და მათი ჯანრთელობაზე გავლენის შესახებ.
  • სკოლის პედაგოგთათვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „როგორ შეიძლება გამოვიყენოთ გამოკითხვა, როგორც სწავლების მეთოდი“ (სტატისტიკური ანალიზი და მონაცემთა დამუშავება).

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კონკურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 08.12.2018
  • რეგისტრაციის შემდეგ კონკურსში მონაწილე გუნდებს 10.12.2018-მდე გაეგზავნებათ ინსტრუქციები და კითხვარის ელ.ბმულები;
  • კონკურსის შედეგების გამოგზავნის ბოლო ვადა: 25.01.2019;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 20.02.2019;
  • გამარჯვებულ მონაწილეებსა და პედაგოგებს 20.01.2019-მდე დავუკავშირდებით დაჯილდოების ცერემონიის დეტალების შესათანხმებლად.

პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისა და „გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში“ პროექტების ფარგლებში.


საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტის კოორდინატორები: ნატო სამხარაძე, ნინო აღაჯანაშვილი

ელფოსტის მისამართი: Yexclub@iliauni.edu.ge

ბანერები