ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის აცხადებს კონკურსს “საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2022”. კონკურსის მიზანია “ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის” ფარგლებში ღირებული და ნოვატორული ინიციატივების გამოვლენა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გამარჯვებული კლუბი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის სამეცნიერო პიკნიკში (პოლონეთი, 2023 წელი, მაისი) და გადაეცემა სასაჩუქრე ნაკრები (კლუბის განვითარებისთვისა და მისი მუშაობის შემდგომი ხელშეწყობისთვის).

🔎კონკურსში მონაწილეობის ეტაპები:

ეტაპი I -კლუბი წარადგენს მისთვის სასურველ კვლევით პროექტს კონკურსის პირობების შესაბამისად.

ეტაპი II –კლუბი ხელმძღვანელის დახმარებით გაივლის რეგისტრაციას.

სარეგისტრაციო ფორმა– https://forms.gle/uJt78ax9hRNxxCp26

აუცილებელია, სარეგისტრაციო ფორმის სრულყოფილად შევსება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი

კლუბის ავსებს ფორმას, ვიდეოს ბმულს აკოპირებს ფორმაში ან ვიდეო ფაილს აგზავნის მეილზე 

(yexclub@iliauni.edu.ge ).

ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს და უნდა ასახავდეს თქვენი პროექტის არსს.

გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

ეტაპი III- სპეციალურად შემდგარი კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა.

კონკურსის შეფასების პირობები:

გუნდი

კონკურსში მონაწილებისათვის აუცილებელია იყოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის წევრი.

გუნდი უნდა შედგებოდეს 4 მოსწავლისგან და ყავდეს ხელმძღვანელი მასწავლებელი.

მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

🎥 პროექტის ვიდეო

ვიდეო უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მაღალი რეზოლუციის. მოსაუბრეთა ხმა უნდა იყოს გარჩევადი. (ვიდეო არ გადაიღოთ ხმაურიან ადგილას, რათა არ დაიფაროს მოსაუბრის ხმა).

ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს- წუთს.

ვიდეო მასალა უნდა მოიცავდეს:

პროექტის დასახელებას და მიზანს.

პროექტის მიმდინარეობის და კვლევითი პროცედურის აღწერას.

შედეგების ანალიზს და სამეცნიერო დასკვნას.

🗓მნიშვნელოვანი თარიღები:

რეგისტრაციის ბოლო ვადა 31.10.2022

ვიდეოს გამოგზავნის ბოლო ვადა 31.10.2022

გამარჯვებული კლუბის გამოვლენა 07.11.2022

კონკურსის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

კონკურსი ტარდება პროექტის “ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური “ფონდი სკოლა კლასთან”.

შინაარსობრივ პარტნიორს წარმოადგენს- კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი (პოლონეთი), რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია. ხოლო სტრატეგიული პარტნიორია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი. საქართველოს მხრიდან პროექტს წარმოადგენს- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტის მისამართი: Yexclub@iliauni.edu.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *