კონკურსი „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2023“

📣 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრობლობის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის აცხადებს კონკურსს „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2023“. კონკურსის მიზანია „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ ფარგლებში ღირებული და ნოვატორული ინიციატივების გამოვლენა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

🏆 კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გამარჯვებული კლუბის მასწავლებელი გაემგზავრება ვარშავაში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში (პოლონეთი) გამართულ ფორუმზე; კლუბს კი გადაეცემა სასაჩუქრე ნაკრები (კლუბის განვითარებისთვის და მისი მუშაობის შემდგომი ხელშეწყობისთვის).

🔎კონკურსში მონაწილეობის ეტაპები:

ეტაპი I – კლუბი წარადგენს მისთვის სასურველ კვლევით პროექტს კონკურსის პირობების შესაბამისად.

ეტაპი II –

კლუბი ხელმძღვანელის დახმარებით გაივლის რეგისტრაციას.

სარეგისტრაციო ფორმა- https://forms.gle/xuyEQoNTcseQuywZ8

აუცილებელია, სარეგისტრაციო ფორმის სრულყოფილად შევსება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 აგვისტო

კლუბის ავსებს ფორმას, ვიდეოს ბმულს აკოპირებს ფორმაში ან ვიდეო ფაილს აგზავნის მეილზე (yexclub@iliauni.edu.ge ).
ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს და უნდა ასახავდეს თქვენი პროექტის არსს. გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 აგვისტო.

ეტაპი III- სპეციალურად შემდგარი კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა.

კონკურსის შეფასების პირობები:

გუნდი

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია იყოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის წევრი.

გუნდი უნდა შედგებოდეს 4 მოსწავლისგან და ყავდეს ხელმძღვანელი მასწავლებელი.

მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

🎥 პროექტის ვიდეო

ვიდეო უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მაღალი რეზოლუციის. მოსაუბრეთა ხმა უნდა იყოს გარჩევადი. (ვიდეო არ გადაიღოთ ხმაურიან ადგილას, რათა არ დაიფაროს მოსაუბრის ხმა).

ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს- 2 წუთს.

ვიდეო მასალა უნდა მოიცავდეს:

პროექტის დასახელებას და მიზანს.

პროექტის მიმდინარეობის და კვლევითი პროცედურის აღწერას.

შედეგების ანალიზს და სამეცნიერო დასკვნას.

🗓მნიშვნელოვანი თარიღები:

რეგისტრაციის ბოლო ვადა 10.08.2023

ვიდეოს გამოგზავნის ბოლო ვადა 10.08.2023

გამარჯვებული კლუბის გამოვლენა 15.08.2023

კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მოგვწერეთ.

გისურვებთ წარმატებას!!! <3