23 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრისა და რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის საჯარო სკოლების, ასევე თელავის მე-7 საჯარო სკოლისა და ისრაელის გედერას და კირიათ გადის სკოლის მოსწავლეებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული პროექტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. საქართველოსა და ისრაელის  სკოლები საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ის საშუალებით დამეგობრდნენ. 2016-2017 წლებშI თელავის მე-7 და რუსთავის მე-12 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციებში ისრაელში.

ფოტოების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

https://www.facebook.com/pg/axalgazrdamkvlevartaqseli/photos/?tab=album&album_id=2073108512945629&ref=page_internal