ქართველი და პოლონელი მასწავლებლების ვებინარი (19:04.2023)

2022 წლის ოქტომბერში ჩატარდა კონკურსი “საუკეთესეო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2022”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მკვლევართა კლუბები სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, საქართველო, უკრაინა, სომხეთი, რუმინეთი..).

2023 წლის 19 აპრილს (20:00) დისტანციურად ჩატარდება ვებინარი, სადაც გამარჯვებული კლუბების ქართველი და პოლონელი მასწავლებლები- თინათინ ფრუიძე (კლუბი “ნორჩი ნატურალისტი”, პროექტი “ნაცარტუტა- სარეცხი საშუალება”) და ივონა კისიელი (პროექტი “ზაფხული ასტრონომიასთან ერთად) გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას: ისაუბრებენ მუშაობის პროცესზე, თვალსაჩინოებისთვის ჩაატარებენ პროექტთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს და უპასუხებენ თქვენს კითხვებს.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Zoom შეხვედრაზე:

https://us06web.zoom.us/j/87971933369