შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ლიდერებთან

შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ლიდერებთან

2014 წლის 27 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული კლუბების ლიდერებთან. შეხვედრაზე განხილული იყო 2014 წლის აქტივობები და კლუბების ქსელის სამომავლო გეგმები.

შეხვედრის ბოლოს, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა დავით თარხნიშვილმა, კლუბების ლიდერებს გადასცა ილიაუნის საპატიო ელჩების წოდება და მადლობის სიგელი.

♥ Facebook Page: