ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის კონფერენცია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზე

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის კონფერენცია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული – საქართველო 2015.

კვირეულის ფარგლებში, 13 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული მოსწავლეების კონფერენცია. კონფერენციაზე მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ სკოლაში განხორციელებულ პროექტებს და მიმდინარე კვლევების შედეგებს.

კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები საქართველოს 13 სკოლიდან, კერძოდ:

  • ბორჯომის N 3 საჯარო სკოლა
  • თბილისის N175 საჯარო სკოლა
  • საჩხერის N2 საჯარო სკოლა
  • გორის N8 საჯარო სკოლა
  • ნაფარულის საჯარო სკოლა
  • რუსთავის N12 საჯარო სკოლა
  • თბილისის N69 საჯარო სკოლა
  • გორის რაიონის, სოფ. ხიდისთავის საჯარო სკოლა
  • თელავის N7 საჯარო სკოლა
  • თბილისის სკოლა „ბინული”
  • გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
  • გორის რაიონის ხიდისთავის საჯარო სკოლა
  • ფოთის მე-4 საჯარო სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ინტერესისა და ასაკის მოზარდებში:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას;
  • სამყაროს შესწავლისა და შეცნობის სურვილის გაზრდას;
  • ცოდნის და უნარების გაზიარების სურვილის გაზრდას;
  • თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერების როლის გათვითცნობიერებას;
  • ბავშვების, მოზარდების და მასწავლებლების ჩართვას სასწავლო პროცესში საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების გამოყენებით.

ამჟამად ილიაუნის ახალგაზრდა კლუბების წევრია:

  • 35 სკოლა;
  • 35 მასწავლებელი
  • 500-მდე მოსწავლე

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

კონფერენციის დრო: 13 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.