Science On Stage Georgia

2016 წლის ნოემბრიდან საქართველო შეუერთდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ევროპულ პლატფორმას Science on Stage. Science on Stage საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS, რომელიც იქნება ყველა ღონისძიების ორგანიზატორი Science on Stage-ის ფარგლებში (იხ. ვებ. გვერდი http://www.science-on-stage.eu/page/display/2/2/2106/ge/georgia).

Science on Stage საქართველოს მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს ქართველი მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობას, იდეების გაზიარებას და მათი საკუთარი პროექტების წარდგენას ფართო აუდიტორიისთვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ახალი მიდგომების განხილვას საკუთარი პრაქტიკის მაგალითზე. Science on Stage Georgia დაეხმარება ქართველ მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის საშუალებით.

Science on Stage საქართველო რეგულარულად ორგანიზებას გაუწევს ეროვნულ კონფერენციას ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის. საუკეთესო პროექტები წარდგენილი იქნება საერთაშორისო ფესტივალზე European Science on Stage (იხ. ვებ. გვერდი http://www.science-on-stage.eu/page/display/3/9/0/activities-festivals).