სამეცნიერო პიკნიკის მონაწილეთა დაჯილდოება „ევროპულ სკოლაში“

2016 წლის 12 ოქტომბერს, „ევროპულ სკოლაში​“ გაიმართა იმ მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს 24 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ვაკის პარკში გამართულ მეხუთე სამეცნიერო პიკნიკში.

მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკის ​კოორდინატორმა, თეკლე კაპანაძემ, ღონისძიების ​​მონაწილეებს მადლობა გადაუხადა საინტერეს​ო და მრავალფეროვანი სამეცნიერო ექსპერიმენტების წარმოდგენისთვის​.

​​„ევროპული სკოლის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებს​, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის​ მადლობის სიგელები გადაეცა​თ​. ამასთანავე, სკოლის ადმინისტრაციამ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა სამეცნიერო პიკნიკში მონაწილე ყველა მოსწავლე.