სამუშაო შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებთან

სამუშაო შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებთან

2016 წლის 5 თებერვალს, ნაფარეულის საჯარო სკოლაში, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის ლიდერი, ნინო სააკაშვილი, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პროექტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტისსაბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო კლუბური მუშაობის დანერგვისთვის საჭირო გამოცდილების გაზიარება, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ვიზიტით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება; კლუბის მუშაობის იდეის,სპეციფიკისა და პერსპექტივების გაცნობა; ლაბორატორიის დათვალიერება; მარტივი ექსპერიმენტების დაგეგმვა კლუბური მუშაობის განსახორციელებლად და მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.

სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყო 8 სკოლის 14 მასწავლებელი. ამ სკოლათაგან მხოლოდ ერთში ფუნქციონირებს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი. შეხვედრაზე მასწავლებლებმა, შეთავაზებული ინსტრუქციებისა და მასალებისგამოყენებით, თავად ჩაატარეს მარტივი და სახალისო ექსპერიმენტები. პედაგოგებმა განიხილეს თემები, რომლებიც ექსპერიმენტების განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს შედეგების გააზრებაში დაეხმარება. მასწავლებლებმაიმსჯელეს გარკვეული ექსპერიმენტების საგაკვეთილო პროცესში გამოყენებაზეც.

სამუშაო შეხვედრის მონაწილე სკოლების ის ნაწილი, რომელთაც საკლუბო მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონდათ, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის აქტივობებში უახლოეს მომავალში ჩაერთვება.