ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ტრენინგ კურსი: „როგორ ვმართოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი”

ტრენინგს უძღვებოდნენ პოლონეთიდან სპეციალურად მოწვეული ტრენერები: ალისია ოლეშუკი, ბარბარა როსტეკი და ჰანა ზიელინსკა. ტრენინგი განხორციელდა პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური ფონდი „ფონდი სკოლა კლასთან“. მისი შინაარსობრივი პარტნიორია „კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი“, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია. სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.

ტრენინგის ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ Facebook გვერდზე :