ტრენინგკურსი: ,,როგორ ვმართოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“ – ნაკადი II

ვისაც სურთ შექმნას ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი ან, წელზე ნაკლებია, რაც კლუბი ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში დარეგისტრირდა.

ჩაერთეთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ტრენინგკურსში: ,,როგორ ვმართოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“.

ტრენინგს გამართავენ მენტორები – მარინე ჭელიძე ( ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის მენტორ-მასწავლებელი, საერო სკოლა „ბინული“) და ინესა ბეჟანოვა (ფიზიკის მასწავლებელი, ქართული სასწავლებელი)

ტრენინგში მონაწილეობით

  • შეძლებთ გაიგოთ კლუბის მუშაობის მთავარი პრინციპი;

  • გაეცნობით ონლაინპლატფორმას, რომელსაც კლუბები მარტივი კომუნიკაციისთვის იყებენ;

  • თავად მიიღებთ მონაწილეობას იმ მარტივ ექსპერიმენტებსა და სახალისო აქტივობებში, რომელთაც შემდგომ კლუბურ მუშაობაში გამოიყენებთ;

  • ჩვენი გამოცდილი მენტორები გაგიზიარებენ წლების მანძილზე კლუბებთან მუშაობის, ასევე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის სამეცნიერო ფორუმზე მიღებულ გამოცდილებას.

როგორ გავხდეთ ტრენინგის მონაწილე?

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა:

https://forms.gle/H3DK8KMWcvpHRcjy7

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 13.12.2019  15:00 სთ.

ტრენინგს პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს პოლონური ფონდი „ფონდი სკოლა კლასთან“. მისი შინაარსობრივი პარტნიორია „კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი“, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია. სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.

ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი

დრო: 14 დეკემბერი, 11:00-17:00

ადგილმდებარეობა: 
E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილი გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


საკონტაქტო ინფორმაცია:

ნატო სამხარაძე – პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი
ელფოსტა: Yexclub@iliauni.edu.ge
ტელ.: 577 96 25 10

გისურვებთ წარმატებას!