2019 წლის 15-16 ნოემბერს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მერვე სამეცნიერო ფორუმი გაიმართა.

ილიაუნი, როგორც ცენტრის პარტნიორი და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ხელმძღვანელი საქართველოში, კლუბის წევრ მასწავლებლებთან ერთად ჩართული იყოღონისძიებაში.

კონკურსის საფუძველზე შერჩეული მასწავლებლები–ხათუნა გოგალაძე (ბიოლოგიის მასწავლებელი, ბრიტანულ-ქართული აკადემია) და ინესა ბეჟანოვა (ფიზიკის მასწავლებელი, ქართული სასწავლებელი,)  ესტუმრნენ კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს, დაათვალიერეს ინტერაქტიული გამოფენები და მონაწილეობა მიიღეს ტრენინგკურსებში.

ფორუმს ასევე ესწრებოდა ქსელის ადგილობრივი პარტნიორი საქართველოში, ექსპერიმენტორიუმის დირექტორი თათია გაგუა.

ღონისძიების ფარგლებში სივრცე დაეთმო ქართველი მასწავლებლების ღონისძიებებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია პოლონელ პარტნიორებსა და კლუბის ლიდერებში.

დაიგეგმა პროექტები პოლონელ მასწავლებლებთან ერთად გერმანელი პარტნიორების დახმარებით